fbpx
საბერძნეთი

გამანადგურებელი ხანძარი მაგნისიასა და ვოლოსში – დამწვარი იპოვეს კიდევ ერთი ქალბატონი

ლუტრაკის, მეღარასა და როდოსის შემდეგ, გამანადგურებელი ხანძრები მძვინვარებს მაგნისიასა და ვოლოსში, სადაც 112-იდან დაახლოებით 8 დასახლების ევაკუაციის მოწოდება გაიცა. რაც შეეხება აქამდე არსებულ ხანძრებს, მათ სულ ახალ-ახალი კერები უჩნდებათ და მეხანძრეები დარჩენილი ძალებით ცდილობენ გამკლავებას.

ლამიასა და ვოლოსში ცეცხლმა დასახლებებს მიაღწია, ხანძარს ამ დრომდე ორი მსხვერპლი ჰყავს: 45 წლის მწყემსი, რომელიც საკუთარი ცხვრების გადასარჩენად გაიქცა და დაიწვა, ხოლო მოგვიანებით დამწვარი იპოვეს კიდევ ერთი ქალბატონი, რომელსაც გადაადგილების პრობლემა ჰქონდა.

მეხანძრეები და მოხალისეები მთელი ღამის მანძილზე ცდილობდნენ, რომ ცეცხლი როგორმე კონტროლის არეში მოექციათ, მაგრამ მდოგმარეობა მათ ძალებს აღემატება.

იხილეთ ვიდეო როგორ უახლოვდება ხანძარი სოფელს:

შოკისმომგვრელი კადრები:

onalem

ტესტ