fbpx
ჯანმრთელობა

ზომების მოხსნამ ინფიცირების შემთხვევები არ გაზარდა – იხილეთ დღევანდელი მონაცემები

სოტირიც ციოდრასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით მხოლოდ 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ინფიცირების ახალ შემთხვევათა რაოდენობა 10-ს უდრის.

საბერძნეთში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 2. 770 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 156-ს უდრის.

რეანიმაციაში მყოფთა რიცხვი ამ დროისთვის მხოლოდ 24-ს უდრის. მათი საშუალო ასაკი 71 წელია. აქედან 10 ქალბატონია, დანარჩენი კი მამაკაცი. 96,4%-ს აღენიშნება თანმდევი დაავადებები.

აღსანიშნავია, რომ რეანიმაციული განყოფილება დატოვა და გამოჯანმრთელდა 90 პაციენტი, რაც უდიდესი მიღწევაა.

გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 75-ს უდრის, 93,5%-ს აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები.

საერთო ჯამში საბერძნეთში კორონავირუსზე 112,042 ტესტი ჩატარდა.

onalem

ტესტ