fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთი: კორონავირუსის გამო ბინის ქირაზე 40%-იანი ფასდაკლება მაისშიც იმოქმედებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გადაწყვეტილებით საბერძნეთში ბინის ქირაზე ფასდაკლება მაისშიც იმოქმედებს.

როგორც უკვე ცნობილია, წინა თვეში კორონავირუსით დაზარალებული მოსახლეობისთვის ბინის ქირა შემცირდა და შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ გადაეხადათ 40%-ით ნაკლები თანხა.

საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც პანდემიის ფონზე უმუშევრები დარჩნენ ან შეუმცირდათ შემოსავლები. საზოგადოების ამ ნაწილმა სახელმწიფოსგან მიიღო დახმარება 600-დან 800 ევრომდე ოდენობით და საშუალება ჰქონდა განაცხადი გაეკეთებინა ქირის დაკლების თაობაზეც.

ამრიგად, მომდევნო რამდენიმე დღეში ოფიციალურად გამოცხადდება, რომ 40%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს მაისის თვეშიც და აღნიშნულით სარგებლობა შეეძლება საზოგადოების იგივე კატეგორიას.

შეგახსენებთ, რომ ბინის მფლობელს ფასდაკლებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს, რადგან თქვენ ის გეკუთვნით კანონის ფარგლებში.

onalem

ტესტ