fbpx
საბუთები

მუნიციპალიტეტები საბუთების მისაღებად არ იხსნება – ამიერიდან ყველაფერი ელექტრონულად

გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მომსახურების ცენტრები ხვალიდან, 15 მაისიდან არ იხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო წამს იქნა მიღებული და ამის შესახებ თავად იუწყებიან.

როგორც ცნობილი გახდა, ისინი მუშაობას დაიწყებენ ხვალიდან, მაგრამ აქ იგულისხმება მხოლოდ ის, რომ განიხილავენ უკვე ჩაბარებულ საბუთებს, მაგრამ ყველაფრი მოხდება ელექტრონულად. ბევრი ადამიანი ძალიან დიდი ხანია ელოდება საკუთარ რიგს, ზოგს კი საბუთების შეტანა ახლა სურს, ეს პროცესი კი კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად გაჭიანურდა.

მათ, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვთ საბუთები და საბერძნეთში ცხოვრების ნებართვა უნდა აიღონ, ვიზიტი უნდა დანიშნონ ელექტრონულად და მომსახურების ცენტრს ეწვიონ იმ დროს, როგორც პროგრამაში იქნება მითითებული (ეს შეიძლება იყოს თვეების შემდეგ).

მათ, ვისაც ახალი საბუთების შეტანა ახლა სურთ, არ ექნებათ არანაირი დახმარება მუნიციპალური ცენტრისგან. მათ არ შეეძლებათ იქ მისვლა, რადგან ადგილზე ვიზიტის დაჯავშნა არ ხდება. ყველაფერი მხოლოდ ელექტრონულად განხორციელდება. 

18-20 მაისისთვის მოამზადებენ ელექტრონულ პლატფორმას და თუ მანამდე არაფერი შეიცვალა, პანდემიის თვალსაზრისით, 25 მაისიდან ის ამუშავდება. ფაქტობრივად, ეს პლატფორმა იქნება მათთვის, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს საბუთები და საბერძნეთში ცხოვრების ნებართვის აღებას ელოდება. 

ელექტრონული გზით მუშაობა თავიდან აგვარიდებს გრძელ რიგებს და პირად კონტაქტს ამ რთულ პერიოდში, მაგრამ ეს პროცესი, სამწუხაროდ, რთული იქნება ბევრი ადამიანისთვის, რომელსაც არ აქვს კომპიუტერი, არ იცის, თუ როგორ დაჯავშნოს ვიზიტი, არ საუბრობს ბერძნულ ენაზე სათანადოდ კარგად, არ იცის კანონები და აქვს ბევრი კითხვა.

 

 

onalem

ტესტ