fbpx
ემიგრაციასაბუთები

პაატა სიმსივე საბერძნეთში “ადია დიამონთან” დაკავშირებით გამოსულ ახალ კანონებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

გამოვიდა გადაწყვეტილება რომელიც ეხება საბერძნეთში ბინადრობის უფლების (ადია დიამონის) ასაღებად განცხადების ჩაბარებას და არსებული ბინადრობის უფლებების გადავადებას. ამ გადაწყვეტილებას აქვს ბევრი ხარვეზი და დიდი ალბათობით შეიცვლება, თუმცა არსებული სახით ის ითვალისწინებს შემდეგს:

ის ადია დიამონები რომლებსაც ვადა გაუვიდათ 11/02/2020 – 11/03/2020 პერიოდში და იყო შესაძლებელი მათი გადავადება და ის ადია დიამონები რომლებსაც ვადა გასდით 12/03/2020 – 12/05/2020 პერიოდში, შესაძლებელია მათი გადავადება მათი ვადის გასვლიდან 5 თვის განმავლობაში.

ზემო ხსენებული ვადების პერიოდში თქვენი ადია დიამონები ითვლება გადავადებულად ხოლო როდესაც შეიტანთ განცხადებას გადავადებაზე გადავადება მოხდება იმ თარიღიდან რომლიდანაც ვადა გაუვიდა თქვენს ადია დიამონს.

ასევე, ის მოქალაქეები რომლებსაც პირველად უნდა შეეტანათ განცხადება ადია დიამონის აღებაზე ან მათთვის ან მათი ოჯახის წევრებისთვის 12.03.2020 – 10.04.2020 პერიოდში, შეეძლებათ 2020 წლის 10 მაისამდე შეიტანონ აღნიშნული მოთხოვნები.

პაატა სიმსივე, საბერძნეთში მოქმედი ადვოკატი.
პაატა სიმსივეს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფბ-ზე: https://www.facebook.com/simsive.paata

onalem

ტესტ