fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

კორონავირუსის მე-16 მსხვერპლი საბერძნეთში – პატრასში 64 წლის მამაკაცი დაიღუპა

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, პატრასში დღეს დილით 64 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის პატრასის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ მოათავსეს და ექიმების ცნობით, მას არანაირი ქრონიკული დაავადება არ აწუხებდა.

მამაკაცის გარდაცვალებამ საბერძნეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 16-მდე გაზარდა.

დაღუპული ახაიადან იყო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საერთო ჯამში 624 ინფიცირებულია, ხოლო გუშინ 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, უმეტესობა ათენში.

onalem

ტესტ