fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია პატრასში: მამაკაცმა 4 წლის შვილი ოთახში ჩაკეტა, შემდეგ კი თავი მოიკლა

პატრასში, ოვრიას ტერიტორიაზე 62 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, მან სიკვდილამდე თავისი მცირეწლოვანი შვილი ბაღიდან გამოიყვანა.

მამა და 4 წლის ბავშვი ოჯახის კუთვნილ სახლში წავიდნენ. იქ ორი ხელოსანი იმყოფებოდა, რომლთაც მამაკაცმა სთხოვა სახლში წასულიყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ის რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იქამდეც ნახა, თუმცა, მასთან საუბარი შეუძლებელი იყო, რადგან ყველას გაურბოდა.

როგორც ცნობილია, მამაკაცი სახლში შევიდა და თავისი 4 წლის შვილი ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტა, ხოლო თავად მეორე ოთახში გავიდა და იარაღით თავი მოიკლა.

რამდენიმე ხნის შემდეგ მისი და, ცოლი და ცოლის ძმა ადგილზე მივიდნენ და გატეხილი ფანჯრიდან ტირილის ხმა გაიგეს.

მათ ბავშვი გამოიყვანეს და მისი დამშვიდება სცადეს.

პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცის გვერდით იდო წერილი, რომელშიც ის თავისი გადაწყვეტილების მიზეზებს ხსნიდა.

onalem

ტესტ