fbpx
ეკონომიკა

ყურადღება! დღეიდან საბერძნეთში 800 ევროს ასაღებად განაცხადების შევსება დაიწყო!

დღეიდან საბერძნეთში უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის, რომელთა სამსახურებიც სახელმწიფოს მითითებით, კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების გამო დაიკეტა, ელექტრონული პლატფორმა იხსნება.

კერძოდ, იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული 800 ევროიანი დახმარება მიიღოთ, უნდა შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: supportemployees.yeka. gr.

უნდა შეიყვანოთ თქვენი ΑΦΜ-ის ნომერი, ბანკის ანგარიშის ნომერი, დამსაქმებლის ΑΦΜ-ის ნომერი და თარიღი, თუ რა რიცხვში დაიკეტა თქვენი სამსახური და ასევე დამსაქმებლის სპეციალური კოდი.

აუცილებელია ითქვას, რომ ყველა უმუშევრად დარჩენილი თანამშრომელი ერთდროულად არ ავსებს განაცხადს, არამედ იმის მიხედვით, თუ რა ციფრზე მთავრდება თქვენი ΑΦΜ-ის ნომერი.

1 აპრილს, ანუ დღეს, ავსებენ ისინი, ვისი ΑΦΜ-ის ნომერიც მთავრდება 1-ზე

2 აპრილს, ვისიც მთავრდება 2-ზე

3 აპრილს, ვისიც მთავრდება 3-ზე

4 აპრილს, ვისიც მთავრდება 4-ზე

5 აპრილს, ვისიც მთავრდება 5-ზე

6 აპრილს, ვისიც მთავრდება 6-ზე

7 აპრილს, ვისიც მთავრდება 7-ზე

8 აპრილს, ვისიც მთავრდება 8-ზე

9 აპრილს, ვისიც მთავრდება 9-ზე

და 10 აპრილს, ვიცი ΑΦΜ-ის ნომერიც მთავრდება 0-ზე.

გირჩევთ, რომ დაუკავშირდეთ ბუღალტერს პირადი მდგომარეობის გასაგებად.

onalem

ტესტ