fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

“ის ერთ მამაკაცს შეხვდა, რის შემდეგაც მოგზაურობა დაიწყო” – რას ამბობს 19 წლის მოდელის მეგობარი

ჰონგ-კონგში დაკავებული 19 წლის მოდელის მეგობარი ჰყვება, რომ მან მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ მამაკაცს შეხვდა.

გოგონას 20 ნოემბერს ჰონგ-კონგის აეროპორტში 2,6 კილოგრამი კოკაინი აღმოუჩინეს, სულ 307, 000 დოლარის ღირებულების.

მისი მეგობრების მიერ ლესვოსიდან გაკეთებული განცხადებების მიხედვით, გოგონას მათთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ კალამატაში სასწავლებლად მიდიოდა, თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ მათ ასევე უთხრა, რომ სამოგზაურო კონკურსი მოიგო, რომლის სახელწოდებაც სავარაუდოდ “World Star”-ია.

ისინი კონკურსთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამენ და ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მოგზაურობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მამაკაცს შევხდა.

“ის არაჩვეულებრივი გოგონა იყო. მასზე ცუდი არაფერი მაქვს სათქმელი. როგორც მახსოვს, ჯერ მითხრა, რომ სასწავლებლად მიდიოდა, შემდეგ კი სამოგზაურო კონკურსი მოიგო და მსოფლიოს გარშემო უნდა ემოგზაურა. ასე დაიწყო მისი მისვლა-მოსვლა. სიმართლე ის არის, რომ როგორც კი ლესვოსი დატოვა, კონტაქტი დავკარგეთ, მე ვიცი, ის მამაკაცს შეხვდა და შემდეგ გრძელვადიან მოგზაურობებში დადიოდა. თუმცა, ნამდვილად არვიცი, არის თუ არა ის თაღლითობის მსხვერპლი,” ჰყვება მისი მეგობარი მითილინიდან.

19 წლის გოგონას ყველა კარგად ახასიათებს. მისთვის უცნაური ქცევა არასოდეს შეუნიშნავთ. მითილინის დატოვების შემდეგ კი, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მის გონებაში რაღაცები სწრაფად შეიცვალა.

onalem

ტესტ