fbpx
პოზიტივი

ძაღლი, რომელმაც ბერძნების ოჯახი 6.3 ბალიანი მიწისძვრის დროს გადაარჩინა

ამბავი, რომელიც საბერძნეთში ბოლოს დაფიქსირებული მიწისძვრის დროს მოხდა, ნამდვილად გულისამაჩუყებელია. საუბარია ძაღლზე, ალექსზე, რომელმაც ოჯახი დაშავებისგან და სახლის ნანგრევებში მოყოლისგან იხსნა.

“ძალიან ხმამაღლა ყეფდა და შიგნით შემოვარდა. ფეხზე მექაჩებოდა, თითქოს იცოდა, რა უნდა მომხდარიყო. აშკარად ცდილობდა, რომ სახლიდან გავეყვანეთ. ეს არის რის გამოც მოვახერხეთ, რომ არაფერი დაგვემართა,” ამბობს სახლის პატრონი, იოანის კაკადიარისი.

როგორც კადრებიდან ჩანს, ოჯახის სახლი სერიოზულად არის დაზიანებული და შეფასებულია, როგორც საცხოვრებად უვარგისი. რომ არა ალექსი, ბატონი კაკადიარისის ვაჟი დაზიანებებს მიიღებდა, რადგან ის მიწისძვრის დროს საკუთარ ოთახში ონლაინ გაკვეთილს ესწრებოდა.

onalem

ტესტ