fbpx
საზოგადოება

ბერძენმა მამაკაცმა ტრადიციული ბერძნული სამოსი ჩაიცვა და ვაქცინის გასაკეთებლად მივიდა

ბერძენი მამაკაცი დღეს ვაქცინის გასაკეთებლად ტრადიციული ბერძნული სამოსით მივიდა. მას სურდა, რომ ეს დღე სიმბოლური ყოფილიყო და თქვა, რომ 25 მარტს 1821 წლის რევოლუციიდან 200 წლისთავი აღინიშნება, სწორედ ამიტომ, როგორც თურქები დაამარცხეს ბერძნებმა, ასევე უნდა დაამარცხონ კორონავირუსიც.

“200 წლის წინ ბერძნები თურქული უღლის შერყევის მიზნით გაერთიანდნენ. დღეს ყველა ბერძენი უნდა გავერთიანდეთ, რომ ვაქცინაცია ჩავიტაროთ კორონავირუსის წინააღმდეგ. მიზეზი არის სიმბოლური და ყველა ბერძენს მოვუწოდებ, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში,” თქვა მან ტელეკომპანია ANT-თან.

onalem

ტესტ