fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცი, რომელიც პალატიდან ექიმების ნებართვის გარეშე გავიდა, საავადმყოფოდან რამდენიმე მეტრში გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პატრაში მოხდა. 65 წლის მამაკაცმა მოახერხა, რომ საავადმყოფო ისე დაეტოვებინა, რომ პერსონალის ვერცერთმა წევრმა ვერ შენიშნა, როგორ გავიდა იქიდან.

არსებული ცნობებით, ის რიოს საავადმყოფოს დერმატოლოგიურ განყოფილებაში იყო მოთავსებული და გადაწყვიტა, რომ იქაურობა ექიმების ნებართვის გარეშე დაეტოვებინა. უცნობია, როგორ ვერ შენიშნა ვერავინ მისი გადაადგილება, მაგრამ ფაქტია, რომ მამაკაცი პალატიდან გავიდა და საავადმყოფოდან რამდენიმე მეტრში გონება დაკარგა.

იქ მყოფებმა, ცხადია, მაშინვე ითხოვეს დახმარება და მამაკაცი ისევ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

მომხდარის გამოძიება პოლიციის შესაბამისი განყოფილების მიერ მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, რატომ და როგორ გავიდა პაციენტი პალატიდან, ექიმების ნებართვის გარეშე.

onalem

ტესტ