fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთში შიდსის პროფილაქტიკური მკურნალობა ხელმისაწვდომი ხდება

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კანონპროექტში შევიდა შესწორება, რომლის მიხედვითაც საბერძნეთში ხელმისაწვდომი ხდება შიდსის (აივ ინფექციის) წინააღმდეგ პროფილაქტიკური მკურნალობა ანუ მისი პრევენცია.

კერძოდ, დადგენილია ანტივირუსული პრევენციული პრეპარატების ხელმისაწვდომობა პროფილაქტიკურ კონტექსტში, რაც ნიშნავს, რომ ეს პრეპარატები განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც არიან აივ ნეგატიურები, მაგრამ არიან დიდი რისკის ქვეშ, რომ აღნიშნული ინფექციით დაავადდნენ.

მკურნალობის კურსი და პრეპარატები სრულიად უფასოდ დაენიშნებათ ადამიანებს, ვისაც ექნებათ მათი მიღების უფლება შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში აღწერილი კრიტერიუმების მიხედვით. ეს კრიტერიუმები კი, განისაზღვრება ჯანდაცვის, ფინანსთა და ციფრული მმართველობის სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილებით.

მარტივად რომ ვთქვათ, პროფილაქტიკური მკურნალობის კურსს გაივლის ადამიანი, რომელიც აივ ნეგატიურია, იმისთვის, რომ დარჩეს ნეგატიური და არ დაავადდეს ინფექციით. ეს არის იგივე სახის აბი, რომელსაც შიდსით დაავადებული ადამიანებიც იღებენ. აბები ხელს უშლიან ვირუსს სხეულის უჯრედებში შეღწევაში და შესაბამისად დაავადების გავრცელებაში.

onalem

ტესტ