fbpx
ჯანმრთელობა

“ვაქცინა ჩამოვიდა!” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ცენტრის დირექტორის მიმართვა ბერძნებს

დღეს, 2 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ცენტრის დირექტორმა, ჰანს კლუგმა ბერძნების მისამართით უმნიშვნელოვანესი მესიჯი გააგზავნა.

“ცოტა მოთმინება. ნუ იქნებით თავდაჯერებულნი. ამ დრომდე გვაქვს კორონავირუსთან ბრძოლის უძლიერესი იარაღები და ესენია: დისტანცია და პირბადე. ხაზს ვუსვამ, რომ ვაქცინა უკვე ჩამოვიდა, ამიტომ გვჭირდება კიდევ ცოტა მოთმინება. 

დავდექით დიდი გამოწვევის წინაშე და ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია. 

ვაქცინა არის უფლება, მაგრამ ასევე პასუხისმგებლობა. ჩემი სიტყვის მიზანი ერთია: შეჩერდეს ცრუ ინფორმაციების გავრცელება, რომლებიც საზოგადოებას ნეგატიურად განაწყობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ.”

დიდი ბრიტანეთი შემდეგ კვირაში ვაქცინაციას იწყებს და პირველ ეტაპზე ის სამედიცინო პერსონალს გაუკეთდება.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ვაქცინა 2021 წლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი.

onalem

ტესტ