fbpx
ჯანმრთელობა

ბერძნულ გემზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 20-დან 120-მდე გაიზარდა

ბერძნულ გემზე, Ελευθέριος Βενιζέλος, რომელიც პირეოსის პორტის გარეთ დგას და კარანტინია გამოცხადებული, კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა.

ბორტზე საერთო ჯამში 349 მეზღვაური იმყოფება, რომელთაგან ორი ბერძენია.

თავდაპირველად ტესტების ჩატარების შედეგად ვირუსი 20 მეზღვაურს დაუდასტურდა, თუმცა, ამ დროისთვის ინფიცირებულთა რიცხვი მინიმუმ 120-ია.

ხელისუფლება უახლოს მომავალში გადაწყვეტს, თუ რა ბედი ეწევა გემს.

შეგახსენებთ, რომ გემზე იმყოფებიან მეზღვაურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

onalem

ტესტ