fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 228-მდე გაიზარდა

ბოლო 24 საათში საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რამაც დაავადებულთა რიცხვი ჯამში 228-მდე გაზარდა. სოტირის ციოდრასის ინფორმაციით, ხუთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაავადებულთაგან 22-მა არ იცის, თუ როგორ დაინფიცირდა, რადგან არ ჰქონიათ კონტაქტი სხვა პაციენტებთან.

საავადმყოფოებში საერთო ჯამში 57 ადამიანია მოთავსებული და მათი ასაკია 65+. ქვეყანაში ვირუსს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 92, 66 და 67 წლის მამაკაცები.

იხილეთ ბატონი ციოდრასის განცხადება:

onalem

ტესტ