fbpx
ჯანმრთელობა

77 ახალი შემთხვევა საბერძნეთში – კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1.832-ს უდრის

სოტირის ციოდრასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რამაც საერთო ჯამში დაავადებულთა რიცხვი 1.832-მდე გაზარდა.

დღეს გარდაიცვალა კიდევ 2 ადამიანი, რის შედეგადაც საბერძნეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 81 -ს უდრის.

საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან 90 მათგანი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი, ხოლო 10 აპარატიდან მოხსნეს და დამოუკიდებლად შეუძლიათ ვირუსთან გამკლავება.

საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა ამ დრომდე სტაბილურია.

onalem

ტესტ