fbpx
საბერძნეთი

იმიგრანტებმა ლესვოსზე 5.000-მდე ზეთისხილის ხე მოჭრეს, რომელთა თავიდან მოყვანას 80 წელი დასჭირდება

კუნძულ ლესვოსზე, მორიას ბანაკში ავღანელმა არალეგალმა იმიგრანტებმა დაახლოებით 5.000 ზეთისხილის ხე მოჭრეს. წარმოუდგენელ კადრებს Greek City Times ავრცელებს.

ზეთისხილის ხეს დაახლოებით 65-80 წელი სჭირდება, რომ ნაყოფი გამოიღოს და ამ ბიზნესს საბერძნეთის ეკონომიკისთვის დაახლოებით 700 მილიონი ევრო მოაქვს ყოველწლიურად.

გარდა ამისა, ზეთისხილი ბერძნული ისტორიისა და კულტურის ნაწილია და დაახლოებით 4.000 წელია, რაც ეკონომიკის ერთ-ერთ საყრდენადაც იქცა.

ზეთისხილის ხის ტოტი ხშირად გამოიყენებოდა ოლიმპიური თამაშების დროს როგორც გვირგვინი, გამოსახული იყო სხვადასხვა მონეტებზე და დღესაც კი გვხვდება ბერძნულ ქორწილებში, ასევე როგორც დედოფლის გვირგვინი.

ახლა, როდესაც ეკონომიკისთვის პანდემიის გამო ისედაც რთული პერიოდია, ფერმერებს განსაკუთრებით გაუჭირდებათ, რადგან ათობით წელი დასჭირდება იმიგრანტების მიერ მოჭრილი ხეების გაზრდასა და შემდეგ ნაყოფის გამოღებას.

მორიას ბანაკში 50.000 იმიგრანტი ცხოვრობს, როდესაც ბანაკი რეალურად მხოლოდ 3.000 ადამიანისთვის არის გათვლილი.

onalem

ტესტ