fbpx
საზოგადოება

საგანგებო ინფორმაცია ემიგრანტებს: ხვალიდან ათენის ქუჩებში 2, 000 პოლიციელი მობილიზდება

გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ ათენში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. საბერძნეთის დედაქალაქს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. აღნიშნული მიზეზით გადაიკეტება ცენტრალური გზები და ქალაქში უსაფრთხოების მიზნით მობილიზდება 2, 000-მდე პოლიციელი.

მერკელი ათენში ორ დღეს დაჰყოფს. 48 საათის განმავლობაში საბერძნეთის პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმში უმუშავებს და ისინი განლაგდებიან ყველა ცხელ წერტილში, როგორც ეს, ოფიციალური პირების შემთხვევებში ხდება.

ემიგრანტებმა სასურველია იცოდნენ, რომ საღამოს 18:00 საათიდან ათენის ცენტრი და რამდენიმე გამზირი გადაიკეტება. ამიტომ, თავი უნდა აარიდონ აღნიშნულ ადგილებში გადაადგილებას.

სავარაუდოდ, ტრანსპორტი იმოძრავებს განსხვავებული მარშრუტით. მძღოლები ეცდებიან, გვერდი აუქციონ გადაკეტილ გზებს.

მერკელი საბერძნეთის პრემიერს, ალექსის ციპრას ხვალ შეხვდება. ისინი შეხვედრის შემდეგ პრესასთან საერთო კომენტარებს გააკეთებენ.

ორი ქვეყნის ლიდერი ორმხრივ, ევროპულ ურთიერთობებსა და საერთაშორისო საკითხებე ისაუბრებს.

პარასკევს კანცლერი საბერძნეთის პრეზიდენტს, პროკოპის პავლოპულოს შეხვდება, მოგვიანებით მოინახულებს გერმანულ სკოლას ათენში და გაეცნობა ბერძენ ხელოვანებს, მეცნიერებსა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს.

მერკელი ასევე გეგმავს შეხვდეს ოპოზიციური პარტიის ლიდერს, კირიაკოს მიცოტაკის.

ხოლო რაც შეეხება საკითხს, მიიღებს თუ არა საბერძნეთი მეორე მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეული ზარალის გამო გერმანიისგან კომპენსაციას, სპიკერი აცხადებს, რომ გერმანიის პოზიცია “ცნობილი და შეუცვლელია.”

onalem

ტესტ