fbpx
პოზიტივისაზოგადოება

1950-იან წლებში უკანონოდ გაშვილებულმა ქალმა ამერიკიდან საბერძნეთში ბიოლოგიური დედა იპოვა

ეს ყველაფერი გასული საუკუნის 1950-იან წლებში მოხდა და ეხება ქალს, სახელად ევტიხიას, რომელიც ამერიკაში უკანონოდ გააშვილეს, იქ გაიზარდა და მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის ასაკიდან მშობლებისგან იცოდა, რომ მათი ნამდვილი ქალიშვილი არ იყო, 2017 წლამდე საკუთარი ბიოლოგიური მშობლების პოვნა ვერ შეძლო.

როგორც ევტიხია (ამერიკაში მას ლინდას ეძახიან) ამბობს, ძალიან გაუმართლა, რომ მის გამზრდელ მშობლებს სიმართლე არასოდეს დაუმალავთ. 2 წლის ასაკიდან შეაჩვიეს აზრს, რომ ისინი მისი ნამდვილი მშობლები არ იყვნენ, თუმცა, იცოდა, რომ დედა მშობიარობისას გარდაიცვალა და ობლად იყო დარჩენილი, ვინაიდან ამ ადამიანებს ის ობლთა თავშესაფრიდან მიაშვილეს. როდესაც მისი გამზრდელი დედა გარდაიცვალა, ადვოკატის დახმარებით, ევტიხიამ გარკვეული ინფორმაცია მოიპოვა თავისი დედის შესახებ და აღმოჩნდა, რომ ქალი ცოცხალი იყო.

ეს არის ქალბატონი, ხარიკლია ნულა, რომელიც არასოდეს დაოჯახებულა და არც სხვა შვილები ჰყოლია. ათობით წლის შემდეგ, ინტერნეტის საშუალებით, ევტიხიამ ნათესავები იპოვა, შემდეგ კი დედასაც მიაგნო და ისინი პირველად 2017 წელს შეხვდნენ ერთმანეთს.

მათი შეხვედრა იმდენად ემოციური იყო, რომ ამ კადრებს სიტყვები არ სჭირდება. მას შემდეგ ევტიხია საბერძნეთს ძალიან ხშირად სტუმრობს და ცდილობს, რომ ენაც შეისწავლოს. მისი თქმით, შეიძლება და-ძმა არ ჰყავს, მაგრამ გაიცნო 12 ბიძაშვილ-მამიდაშვილი, რომელთაგან ყველამ არაჩვეულებრივად მიიღო და კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

onalem

ტესტ