fbpx
საზოგადოება

“ოჯახი ბავშვის გვერდით დგას, უნდა გააცნობიეროს, რომ მისი ცხოვრება შეიცვალა” – 13 წლის გოგონას ახლობელი, რომელმაც იმშობიარა

საზოგადოებაში დიდი შოკი გამოიწვია საბერძნეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში 13 წლის გოგონას მშობიარობამ, რომლის ოჯახმაც მისი ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდა. მათი ახლობელი აცხადებს, რომ ოჯახი მაქსიმალურად უდგას მხარში გოგონას, რადგან ფსიქოლოგიური შოკი აქვს მიღებული.

“ყველა შოკში ვართ, მათ შორის თავადაც. გვაოცებს ისიც, რომ გოგონა რამდენიმე ხნის წინ პედიატრთანაც იყო და ექიმი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ ის შევატყვეთ, რომ წონა ჰქონდა მომატებული, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ორსულობის ბრალი იყო. ოჯახი ძალიან მოსიყვარულე ჰყავს და ახლა ვეძებთ გზებს, რომელთა საშუალებითაც დაუბრუნდება თავის ყოველდღიურ ცხოვრებას და სკოლას.

ზუსტად არ ვიცით, ვინ არის ბავშვის მამა. არ დაგვლაპარაკებია ამ თემაზე, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, მისი სკოლიდან უნდა იყოს. კონკრეტულად ვერავისზე ვფიქრობთ,” ამბობს ქალბატონი.

მეორეს მხრივ, ფსიქოლოგი, ვერა ათანასიუ აცხადებს, რომ გოგონას მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება, ვინაიდან ისედაც მოზარდობის ასაკშია შესული, ეცვლება ჰორმონები, შესაბამისად, აუცილებელია, რომ არ იგრძნოს კრიტიკა ან დასჯა. ზოგადად, ხაზს უსვამს, რომ ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება მთელ მის ოჯახს.

onalem

ტესტ