fbpx
საბერძნეთი

პროკურორის ბრძანებით, მამა ანტონიოს მისივე ორგანიზაციის შენობებთან მიახლოვება აეკრძალა

უახლესი ინფორმაციით, მამა ანტონიოს Κυβωτο-ს მასპინძელი სტრუქტურების შენობებთან მიახლოვება აეკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურორმა მიიღო.

როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ არასრულწლოვანთა უსაფრთხოების მიზნით, რომლებიც ამ სტრუქტურებში არიან განთავსებულნი. აკრძალვა ეხება ორგანიზაციის კიდევ სამ წევრს, გარდა მამა ანტონიოსი.

სასულიერო პირსა და მის სამ დამხმარეს 90 დღის მანძილზე ეკრძალებათ, რომ მიუახლოვდნენ ნებისმიერ იმ შენობას, რომელშიც ბავშვები არიან განთავსებულნი.

როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი საჭირო იყო იმისთვის, რომ გამოძიება წარიმართოს მიუკერძოებლად და ბავშვები მღვდლისა და სხვა პირებიდან მხრიდან რაიმე სახის გავლენის მსხვერპლი არ გახდნენ.

onalem

ტესტ