fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა მამაკაცმა სატვირთო მოიპარა, ავარიაში მოჰყვა და შიგნით დაიძინა!

შემთხვევა, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, სატირალიც არის და სასაცილოც…

როგორც ირკვევა, საუბარია ორ ბერძენ მამაკაცზე, რომელმაც იერაპეტრას ერთ-ერთი ბიზნეს დაწესებულებიდან სასოფლო სამეურნეო დანიშნულების სატვირთო მანქანა მოიპარა. ეს იყო სატვირთო, რომელიც მის მფლობელს ახალი ნაყიდი ჰქონდა.

მამაკაცებმა მანქანა გაიტაცეს და გზაში ავარიაში მოჰყვნენ. ეს არ იყო სერიოზული ავარია, ამიტომ არცერთი არ დაშავებულა, მხოლოდ მანქანას მიადგა მატერიალური ზიანი, თუმცა, გამვლელები, რომლებიც ამ ყველაფერს შეესწრნენ, დაუჯერბელი სურათის წინაშე დადგნენ.

არსებული ცნობებით, მათ სატვირთოში ერთ-ერთი ქურდი მძინარე იპოვეს, თავდაპირველად ეგონათ, რომ ის დაშავდა და უგონოდ იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ დაიძინა!

ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცი გამოაღვიძა და ხელბორკილები დაადო, ქურდობისა და სხვისი ქონების დაზიანების ბრალდებით.

 

onalem

ტესტ