fbpx
საზოგადოება

“Κυβωτος του Κοσμου-მ ავადმყოფი დედაჩემი მოატყუა და ორი სახლი, მანქანა და მოტოციკლი გადააფორმებინა” – კიდევ ერთი საჩივარი ორგანიზაციის წინააღმდეგ

მამა ანტონიოს არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ საჩივრები არ წყდება და ისინი სულ უფრო და უფრო შოკისმომგვრელია. ამჟამად მედიასთან საუბრობს 28 წლის გოგონა თესალონიკიდან, რომლის განცხადებითაც ამ ორგანიზაციამ მისი ავადმყოფი დედის მდგომარეობით ისარგებლა და ქონება გამოსძალა.

ახალგაზრდა თავის ვინაობას ანონიმურად ტოვებს და მედიასთან ამბობს, რომ ორი თვით ადრე, ვიდრე მისი დედა გარდაიცვლებოდა, დაწერა ანდერძი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ შვილს აბსოლუტურად არაფერს უტოვებდა და თავის ქონებას, ანუ ორ ბინას, მანქანასა და მოტოციკლს, რომელიც მის საკუთრებაში იყო, მთლიანად უტოვებდა Κυβοτος του Κοσμου-ს.

“დედაჩემმა ანდერძი დატოვა, რომელშიც წერდა, რომ არაფერს მივიღებდი, ვინაიდან მას უმოწყალოდ ვცემდი და არაადამიანურად ვეპყრობოდი. აქედან არაფერი შეესაბამება სიმართლეს, არ არსებობს არანაირი საჩივარი პოლიციაში ამის შესახებ. ამ ორგანიზაციამ ისარგებლა, რომ დედაჩემი ძალიან ავად იყო და მთელი ქონება წაგვართვეს.

როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა, ორ თვეში ორი მამაკაცი მოვიდა, რომელმაც განმიცხადა, რომ ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩის მიერ მინდობილი პირები იყვნენ და სახლის დატოვება მომთხოვეს,”ამბობს გოგონა.

ის ასევე ამატებს, რომ ვიდრე დედამისი ქიმიოთერაპიებს იკეთებდა, მის გვერდით მუდმივად იყო ერთი ექთანი, რომელიც საეჭვოდ იქცეოდა, ასევე, ნოტარიუსი და ადვოკატი. გოგონამ ბევრჯერ სცადა მამა ანტონიოსთან კავშირზე გასვლა, მაგრამ უშედეგოდ. პარალელურად კი, უკვე მიღებული აქვს სამართლებრივი ზომები.

 

onalem

ტესტ