fbpx
პოზიტივისაზოგადოება

“მამა ბერ­ძე­ნია და მას­თან კონ­ტაქ­ტი არ მაქვს” – ვინ არის აკაკი პაპუნიდი, რომელიც ქართულ პროექტში გამოჩნდა

აკა­კი პა­პუ­ნი­დი მე­გა­შო­უს ერ­თა­დერ­თი ბერ­ძნუ­ლი გვა­რის მქო­ნე კონ­კურ­სან­ტია. რო­გორც ამ­ბობს, “დიდ სცე­ნა­ში” იმის გამო მო­ვი­და, რომ სცე­ნა მო­ე­ნატ­რა, რად­გან გა­სულ წლებ­ში სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე იყო. ამ­ჯე­რად აუტ­სა­ი­დე­რია, ეს კი ყვე­ლა­ზე მე­ტად არ უნ­დო­და, რად­გა­ნაც ლა­ი­ვის დღეს, 26 ივ­ლისს, 23 წელი უს­რულ­დე­ბა, იუ­ბი­ლა­რია. რომ ვერ დაძ­ლი­ოს კონ­კურ­სის სირ­თუ­ლე­ე­ბი, შე­საძ­ლოა, შოუს და­ტო­ვე­ბაც მო­უ­წი­ოს, თუმ­ცა იმე­დი აქვს, რომ ასე არ მოხ­დე­ბა.

“ნა­ხევ­რად ბერ­ძე­ნი ვარ. არა­და, დე­დით ქარ­თვე­ლი, სი­ნამ­დვი­ლე­ში დე­და­ჩე­მი ვა­შა­კი­ძეა, უბ­რა­ლოდ, გვა­რი ბევ­რი წლის წინ სა­ბერ­ძნეთ­ში წა­სას­ვლე­ლად გა­და­ი­კე­თა და მეც ასე აღ­მოვ­ჩნდი პა­პუ­ნი­დი. სა­ბუ­თე­ბით ვა­შა­კი­ძე რომ ყო­ფი­ლი­ყო, მეც ვა­შა­კი­ძე ვიქ­ნე­ბო­დი… მამა ბერ­ძე­ნია და მას­თან კონ­ტაქ­ტი არ მაქვს… მე დე­და­ჩე­მის სა­ბერ­ძნეთ­ში ყოფ­ნი­სას და­ვი­ბა­დე. მერე აქეთ წა­მო­ვე­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­ზარ­დე და სრულ­წლო­ვა­ნი რომ გავ­ხდი, ისევ წა­ვე­დი” – ამბობს აკა­კი.

– დედა რამ­დე­ნი ხა­ნია, იქ არის?

– სა­ბერ­ძნეთ­ში 25 წელი ცხოვ­რობ­და და და­ახ­ლო­ე­ბით, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, რაც ჩა­მო­ვი­და. ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბა ლა­მის იქით გა­ა­ტა­რა.

– სწავ­ლობ სად­მე თუ უკვე და­ამ­თავ­რე?

– უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ ჩა­მი­ბა­რე­ბია. ისე, მუ­სი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი მინ­დო­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, მაგ­რამ ვერ მო­ხერ­ხდა. თან, სა­ბერ­ძნეთ­ში ვი­ყა­ვი იმ პე­რი­ოდ­ში, როცა სწავ­ლა უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. მოკ­ლედ, უდიპ­ლო­მო ვარ.

– ახლა “დიდ სცე­ნა­ში” აუტ­სა­ი­დე­რი ხარ. რა გრძნო­ბაა ეს?

– რა­საც მე­გობ­რებს ვე­უბ­ნე­ბო­დი, იმას გა­ვი­მე­ო­რებ, ძა­ლი­ან არ მინ­დო­და, რომ ამ ლა­ივ­ზე აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი. კვი­რას, 26-ში, ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა და ასე შეხ­ვედ­რა არ მინ­დო­და, მაგ­რამ რა ვქნათ, სხვა გზა არ არის, კონ­კურ­სია. კარ­გი სიმ­ღე­რა კი გვაქვს…ისე არ ვარ გან­წყო­ბი­ლი, რომ ოღონდ შო­უ­ში დავ­რჩე. რა თქმა უნდა, გა­მი­ხარ­დე­ბა თუ დავ­რჩე­ბი.

– რო­გორ ხსნი შენს აუტ­სა­ი­დე­რო­ბას?

– ეტყო­ბა, ჩემი ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბი ვერ მი­ვი­ტა­ნე მა­ყუ­რებ­ლის გუ­ლამ­დე. ამას დიდი ვო­კა­ლუ­რი ტექ­ნი­კა არ სჭირ­დე­ბო­და, უბ­რა­ლოდ, უნდა მეგ­რძნო და მა­ყუ­რებ­ლის­თვის გა­და­მე­ცა. ამო­ცა­ნა ბო­ლომ­დე ვერ შე­ვას­რუ­ლე. ახლა ჭკუ­ას ვის­წავ­ლი და ჩემს ნამ­ღერ­ში უფრო მეტ ემო­ცი­ას ჩავ­დებ.

– რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ პრო­ექ­ტში უნდა დარ­ჩე – რას ფიქ­რობ?

– დიდი იმე­დი მაქვს, მაგ­რამ მინ­და, სა­მარ­თლი­ა­ნი­ო­ბამ გა­ი­მარ­ჯვოს და ჩემი ნამ­ღე­რის სწო­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მოხ­დეს. ისე არ მინ­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მე გა­ვი­დე. ვინც კარ­გად იმ­ღე­რებს და და­იმ­სა­ხუ­რებს, ის უნდა დარ­ჩეს. ეს შე­ფა­სე­ბა მა­ყუ­რე­ბელ­მა უნდა გა­ა­კე­თოს. დუ­ე­ტი კარ­გი იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ვა, თუ ორი­ვე კონ­კურ­სან­ტი კარ­გად იმ­ღე­რებს. მაგ მხრივ იმე­დი მაქვს, რომ ეს ასე იქ­ნე­ბა და მა­ყუ­რებ­ლის უმე­ტე­სო­ბა და­იბ­ნე­ვა კი­დეც… იმა­ზე ფიქ­რს – ვინ დარ­ჩე­ბა და ვინ გა­ვარ­დე­ბა, მირ­ჩევ­ნია, ხა­რისხზე ვი­ფიქ­რო.

– რო­გორც უნდა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი. რო­გორ აფა­სებ პრო­ექ­ტში შენს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

– პირ­ველ რიგ­ში უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბაა. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ მას­ში მოვ­ხვდი და ვმო­ნა­წი­ლე­ობ. კონ­კურ­სან­ტე­ბი ვამ­ბობ­დით, რო­გო­რი შე­დე­გიც არ უნდა გაგ­რძელ­დეს, ამ ყვე­ლაფ­რად ღირს, მხო­ლოდ ლა­ივ­ზე სცე­ნა­ზე დგო­მას არ ვგუ­ლის­ხმობ. უბ­რა­ლოდ, რჩე­ბა თბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი, რად­გა­ნაც მო­ნაწლე­ე­ბი დავ­მე­გობ­რდით – საკ­მა­ოდ ახ­ლოს ვართ ერ­თმა­ნეთ­თან.

ბევ­რს ნიშ­ნავ­და ჩენ­თვის ისიც, რომ ნატო მე­ტო­ნი­ძემ გვა­მე­ცა­დი­ნა, ასე­თი გა­მოც­დი­ლი მომ­ღე­რა­ლი რომ დაგ­ვიდ­გა გვერ­დით, თი­თო­ე­ულს ყო­ვე­ლი ფრა­ზა აგ­ვიხ­სნა, რო­გორ გვემ­ღე­რა. დიდი ყუ­რა­დღე­ბა მოგ­ვაქ­ცია და ამ ყვე­ლა­ფერ­ში კი­დევ ერთხელ და­ვი­ნა­ხეთ, რამ­დე­ნად უყ­ვარს და აფა­სებს ქარ­თულ სიმ­ღე­რას. ეს ემო­ცია ჩვენ­ზეც გად­მო­ვი­და. სა­ერ­თოდ, ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ ასეთ მუ­სი­კო­სებ­თან გვი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა და კონ­ტაქ­ტი. ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ტუ­რიც იქ­ნე­ბა ორ­კესტრთან და თუ დავ­რჩი, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არა­ფე­რი აჯო­ბებს. ხოლო თა­ვად ბენდთან მუ­შა­ო­ბა ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია და სი­ა­მოვ­ნე­ბაა.

– ისე, თა­ვი­დან ათე­ულ­ში მოხ­ვედ­რას ელო­დი?

– არ ვე­ლო­დი, მაგ­რამ ათი­დან მე­ხუ­თე აღ­მოვ­ჩნდი და ის ემო­ცი­აც და­უ­ვი­წყა­რია. ჩე­მამ­დე ყვე­ლა ბიჭი იყო არ­ჩე­უ­ლი, თით­ქოს იმე­დი აღარ მქონ­და, მაგ­რამ უცებ ჩემი გვა­რი რომ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და.

– სიმ­ღე­რა რა არის შენ­თვის?

– სიმ­ღე­რის მოს­მე­ნა იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ ხა­სი­ათ­ზეც ვარ. ერ­თია, რაც არ უნდა ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვიყო, მა­ინც მუ­სი­კას ვუს­მენ და ეგ მა­წყნა­რებს, მამ­ხი­ა­რუ­ლებს და გან­წყო­ბას მიქ­მნის. ჩემ­თვის სიმ­ღე­რა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა და ზუ­ტად ამი­ტომ. ხომ ვამ­ბობ, რო­გორც არ უნდა ვიყო, დავ­ჯდე­ბი, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მუ­სი­კას მო­ვუს­მენ და ვმშვიდ­დე­ბი.

– და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხარ და პა­ტა­რა­საც ელო­დე­ბი, ხომ?

– წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ. მე­უღ­ლე ორ­სუ­ლა­დაა, ჯერ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ ამ ყვე­ლა­ფერს, იმას, რომ მამა უნდა გავ­ხდე, თუმ­ცა რა­ღაც დი­დის და კარ­გის მო­ლო­დი­ნი რომ მაქვს, ეს ფაქ­ტია და ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

 

წყარო: www.ambebi.ge

onalem

ტესტ