fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კრუნჩხვებში ჩავარდნილ მამაკაცს პირველადი დახმარება აღმოუჩინა

ბერძნული მედიის მიერ ვრცელდება ფოტოები ხანიაში, დასკალოიანის რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან, რომელსაც საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, პავლოს პოლაკისიც ესწრებოდა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ერთ-ერთ მამაკაცს ეპილეფსიური კრუნჩხვები დაეწყო და ძირს დავარდა.

ვიდრე ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მობილიზდებოდა, პოლაკისი მამაკაცთან მივიდა და უყოყმანოდ აღმოუჩინა პირველადი დახმარება, რაც იმ მომენტისთვის გადამწყვეტი იყო.

მოგვიანებით ის მრავალფუნქციურ რეგიონალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ