fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ობობა “შავი ქვრივის” ნაკბენმა 10 თვის გოგონა ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაში ჩააგდო

“შავი ქვრივი” – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ობობა მსოფლიოში, რომლის შხამსაც ადამიანის მოკვლა შეუძლია. სამწუხაროდ, სწორედ ამ სახეობის ობობამ უკბინა პატრასში 10 თვის გოგონას, რის შედეგადაც ჩვილი ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.

რიოს საავადმყოფოს პედიატრი, ანდრეას ილიადისი აცხადებს, რომ ეს შემთხვევა უპრეცენდენტოა, ვინაიდან იქ პირველად შეიყვანეს ამ ასაკის ბავშვი, ამ სახეობის ობობის ნაკბენით და ის იყო პირველი ბავშვი, რომელსაც სპეციალური სამკურნალო საშუალება მიეცა, შხამის საწინააღმდეგოდ.

ილიადისმა გოგონას შეყვანისთანავე თავის გუნდთან ერთად სწრაფად იმოქმედა და როგორც ამბობს, ეს იყო უკიდურესად კრიტიკული სიტუაცია, ვინაიდან არასოდეს დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ “შავ ქვრივს” ბავშვისთვის ეკბინა.

“ამ ობობის შხამი პირდაპირ ურტყამს ძირითად ორგანოებს, განსაკუთრებით გულს. ამიტომ ბავშვს, ფაქტობრივად, ვკარგავდით. უნდა აღინიშნოს მშობლების სწრაფი რეაგირებაც, მათ შვილი დროულად მოიყვანეს საავადმყოფოში. გამთენიისას მას სპეციალური წამალი მივეცით, რომელიც შხამს ანეიტრალებს და საბედნიეროდ, კარგად იმოქმედა.

ამ წამლის გარეშე, ბავშვის გადარჩენის შანსი არ არსებობდა, იყო ნახევრად კომაში. “შავი ქვრივის” ნაკბენი იწვევს ადამიანის სიკვდილს ან დამბლას. მისი შხამი არის წარმოუდგენლად ტოქსიკური. ნამდვილად მშობლებსაც უნდა ვუმადლოდეთ, რომ დრო არ დაკარგეს,” აცხადებს ილიადისი.

როგორც ირკვევა, ახლა გოგონა თავს კარგად გრძნობს და დედ-მამასთან, შეძლებისდაგვარად, კონტაქტურიც არის.

onalem

ტესტ