fbpx
საზოგადოება

37 წლის ბერძენმა კაცმა სამუშაოს დაკარგვის გამო თავი მოიკლა

რამდენიმე დღის წინ საკმაოდ დიდი და წარმატებული კომპანიის, ΔΕΛΤΑ-ს ერთ-ერთი ქარხანა დაიხურა და შესაბამისად, თანამშრომლებმა სამსახურები დაკარგეს. ამას მოჰყვა 37 წლის ბერძენის თვითმკვლელობა, რომელიც ბოლო 5 წლის მანძილზე მუშაობდა აღნიშნულ ადგილას.

ქარხანა იმათიაში მდებარეობდა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 37 წლის ვ.მ. სამსახურის დაკარგვის გამო თავს მოიკლავდა. ამაზე აქცენტს სწორედ მისი თანამშრომლები აკეთებენ. ისინი თვითმკვლელობის მიზეზად სწორედ ამ ფაქტორს ასახელებენ.

“ის 5 წელი მუშაობდა აქ. ძალიან ზრდილობიანი და მშვიდი ადამიანი იყო, რაციონალური პიროვნება. ერთი კვირის წინ დაიწყო სერიოზული პრობლემები და როდესაც საბოლოოდ გავიგეთ, რომ სამსახურები დავკარგეთ, ისიც შევიტყვეთ, რომ სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. მანამდე ვატყობდით, რომ ცუდად იყო, ფიზიკურადაც კი. არ ეძინა და მუდმივად დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა,” ამბობს მისი კოლეგა.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, მან თვითმკვლელობა სახლის ეზოში მას შემდეგ ჩაიდინა, რაც საკუთარ ოჯახთან ერთად სადილობა დაასრულა.

 

onalem

ტესტ