fbpx
საბერძნეთი

უსახელო გმირები – როგორ ებრძვიან მეხანძრეები ცეცხლის კერას პენდელში (ვიდეო)

Newsbeast ავრცელებს ვიდეოს, რომელიც აღწერს, როგორ ცდილობენ მეხანძრეები ცეცხლის კონტროლის არეში მოქცევას. კადრებში კარგად ჩანს, როგორია ხანძრის ეპიცენტრი და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მსგავს სიტუაციებში მუშაობა.

ეს ადამიანები ნამდვილად უსახელო გმირები არიან, რადგან, ფაქტობრივად, ყველაფერი მათზეა დამოკიდებული და თავდაუზოგავად იბრძვიან სახლების გადასარჩენად.

როგორც უკვე ცნობილია, დამწვარია ათობით სახლი, ევაკუირებულია 600-მდე ადამიანი და მათთვის მოქმედებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომელზეც შეუძლიათ დარეკონ დახმარების თხოვნით, თუ თავშესაფარი სჭირდებათ. მათ, ცხადია, უფასოდ უმასპინძლებენ.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ