fbpx
საბერძნეთი

პენდელში მსახიობ ელენა გერასიმიდუს სახლი დაიწვა: “სახანძრო ამ დრომდე არ მოსულა”

გავრცელებული ინფორმაციით, პენდელში მსახიობ ელენა გერასიმიდუს სახლი დაიწვა. როგორც ის ამბობს სახლი საცხოვრებლად უვარგისია.

“დილის 04:00 საათზე უკვე კვამლში ვიხრჩობოდით და ჩემი ქალიშვილის მოთხოვნით სახლი დავტოვეთ. ცოტა ხანში კი, მეზობელმა დარეკა, რომელიც აქ დარჩა და გვითხრა, რომ ჩვენი სახლი იწვოდა. აქამდე უკან ვერ მოვდიოდით, რადგან არ გვაძლევდნენ ამის საშუალებას. 

ამ დრომდე სახანძრო ბრიგადა აქ არ მოსულა. ჩვენ ვიყავით და ვართ დევიზით: “ხალხი გადაარჩენს ხალხს”, ესაა სიმართლე. უნდა დასრულდეს ეს უმოწყალო პოლიტიკა.

ჩვენს სახლში შესაძლოა სარდაფი და პირველი სართული იყოს გადარჩენილი, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი დანგრეულია. ტანსაცმელი, წიგნები… აქ ექსპერტის მოსვლაა საჭირო, რომ შეაფასოს და გვითხრას, რამდენად შეიძლება ვიცხოვროთ. დიდი ზიანი მიადგა. ეს არის მთელი ცხოვრების ნაშრომი,” ამბობს ქ-ნ ელენა.

onalem

ტესტ