fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენის საავადმყოფოში პაციენტმა ხანძარი გააჩინა, თავად კი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი ხანძარი მარუსში მდებარე საავადმყოფოში, KAT, თავად საავადმყოფოს პაციენტმა გააჩინა.

სახანძრო სამსახურმა ადგილზე მისვლისას მე-4 სართულზე გარდაცვლილი პაციენტი იპოვა. მათ ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს.

როგორც საავადმყოფოს თანამშრომლები იტყობინებიან, გარდაცვლილი მამაკაცი პალატაში მარტო იმყოფებოდა და სწორედ მან გააჩინა ხანძარი. მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

მომდევნო რამდენიმე საათში, ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე, დეტალური ინფორმაცია გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ