fbpx
საზოგადოება

ევროვიზიის სიმღერის პრეზენტაცია გაუქმებულია: თამთა ჯანმრთელობის გამო კვიპროსზე ვერ მიდის

ცნობილი გახდა, რომ 5 მარტს კვიპროსზე ევროვიზიის სიმღერის პრეზენტაციას თამთა ვერ დაესწრება. ამის გამო ღონისძიება სრულიად გაუქმდა. რა არის ამის მიზეზი?

გავრცელებული ინფორმაციით, მშვენიერ მომღერალს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რომელიც მის წელს უკავშირდება, გამომდინარე აქედან მისთვის ფრენა ამჟამად რეკომენდებული არ არის.

ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერის კლიპის გადაღებები გასულ ხუთშაბათს ათენში დასრულდა.

ოფიციალური სახით კი სიმღერას,” REPLAY”, სწორედ 5 მარტს ვიხილავთ და მას კვიპროსის მთავარი საინფორმაციო გამოშვებაში, ტელეკომპანია RIK-ზე წარადგენენ.

ცხადია, ის ევროვიზია 2019-ზე მონაწილეობას ჩვეულებისამებრ მიიღებს, ხოლო რაც შეეხება ღონისძიებას, ის კვიპროსში მას შემდეგ დაიგეგმება, რაც თამთა ბოლომდე გამოჯანმრთელდება.

onalem

ტესტ