fbpx
საბერძნეთი

სულისშემძვრელი კადრები ატიკის ხანძრიდან – 680 ადამიანის ევაკუაცია, დამწვარი მანქანები და სახლები

ბერძნული მედიის ბოლო ინფორმაციით, პენდელში შედარებით კარგი სურათია, რადგან ხანძრის აქტიური კერები აღარ არის და  მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურდება. მიუხედავად ამისა, ცხადია, სახანძრო სამსახური ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობს, რადგან მაინც არსებობს ხანძრის გაღვივების შანსები და ეს რისკები უნდა აღმოიფხვრას.

გარდა მეხანძრეებისა, ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ და იღებენ პოლიციის ოფიცრები, ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 930 პოლიციელი, მათი დახმარებით მოხდა 680 ადამიანის ევაკუაცია. ხალხი, რომელთაგანაც ბევრს დამოუკიდებლად არ შეეძლო გადაადგილება, უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს. ოფიცრები პატრულირებდნენ გზებზეც, რათა დაერეგულირებინათ გადაადგილება და მოსახლეობისთვის რისკები აერიდებინათ.

ნახეთ კადრები, რომლებიც ატიკის ხანძრის კერებიდან ვრცელდება:

onalem

ტესტ