fbpx
საზოგადოება

ალექსის ციპრას უკვე მეორედ კორონავირუსი დაუდგინდა

საბერძნეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ΖΥΡΙΖΑ-ს პრეზიდენტს, ალექსის ციპრას უკვე მეორედ, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ციპრა სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს ინფორმაციას.

მისი პოსტიდან ცნობილი გახდა, რომ კოვიდი მისმა მეუღლემ და ვაჟმაც გადაიტანეს, პოლიტიკოსი იმედს გამოთქვამს, რომ დაავადება უსიმპტომოდ გაივლის.

მიუხედავად ყველაფრისა, ციპრა აღნიშნავს, რომ მისი გონება მთლიანად ხანძრების და მისით დაზარალებული ადამიანებისკენაა მიმართული.

 

onalem

ტესტ