fbpx
საბერძნეთი

“არ გამოირიცხება, რომ პენდელში ხანძარი ადამიანის ხელით გაჩნდა” – კირიაკოს მიცოტაკი

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, სამოქალაქო დაცვის სამინისტროს საკოორდინაციო ცენტრს ეწვია, სადაც ხანძრის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიიღო. პრემიერმა ღიად დატოვა საკითხი, რომ პენდელში გამანადგურებელი ხანძარი ადამიანის ხელიდან გაჩნდა.

“არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, მაგრამ მეტი გვეცოდინება, როდესაც სახანძრო სამსახური საკუთარ სამუშაოს დაასრულებს. პენდელთან დაკავშირებით ნამდვილად არ გამოირიცხება, რომ ხანძარი ადამიანის ხელიდან გაჩნდა.

მე მჯერა, რომ ყველა შესაბამისმა სამსახურმა იმოქმედა სწრაფად და გააკეთა ყველაფერი ბევრად კოორდინირებულად, იმასთან შედარებით, როგორც ადრე ხდებოდა. მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. ჩვენ ახლა ვართ პერიოდში, როდესაც დღეში 50-60 ხანძარი ჩნდება, მაგრამ უმეტესობის შესახებ ინფორმაციას არ ვიღებთ, რადგან გაჩენისთანავე აქრობენ. 

მინდა ხანძრით დაზარალებულებს ვუთხრა და დავარწმუნო, რომ სახელმწიფო იქნება მათ გვერდით, სისწრაფითა და ეფქტურობით,” აცხადებს მიცოტაკი.

onalem

ტესტ