fbpx
საზოგადოება

ყურადღება! ლიკავიტოს ტერიტორიაზე გადაადგილება დღესაც აკრძალულია!

ბერძნული მედია იუწყება, რომ ხანძრის მაღალი რისკის გამო ლიკავიტოს ტერიტორიაზე გადაადგილება დღესაც აკრძალული რჩება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ შესაბამისი ზომები უკვე მიიღო და პრობლემების თავიდან ასარიდებლად სხვადასხვა ტერიტორიებზე მობილიზებულია სპეციალური სამსახური, რომელიც თვალყურს ადევნებს სიტუაციას და მთელი დღის მანძილზე იმუშავებს ხანძრის პრევენციაზე.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ ადგილებს: ეროვნული პარკი, პაგრატის პარკი, ილისიის პარკი, ფილოპაპუს მთა, სტრეფი და ლამბრაკი. ასევე, ათენის და აგიოს ანდრეას ტერიტორიაზე მდებარე ყველა საბავშვო ბანაკი.

 

onalem

ტესტ