fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: სანაპიროზე ნაპოვნი ცხედარი, ემიგრანტს ქალს ეკუთვნის, რომელიც სამსახურების ოფისში მივიდა და შემდეგ გაქრა

აგელიკი ნიკოლულის გადაცემის ერთ-ერთი სიუჟეტი მიეძღვნა კრეტაზე, ირაკლიოდან გაუჩინარებულ ემიგრანტ ქალს, რომელიც 2022 წლის 21 ივნისს გაქრა. როგორც ირკვევა, ცხედარი, რომელიც 6 ივლისს რეთიმნოს ერთ-ერთ სანაპიროზე იპოვეს, სწორედ მას ეკუთვნის, თუმცა, ამ ყველაფრის დადგენა დიდი ხნის შემდეგ მოხერხდა, ცხედრის მდგომარეობიდან გამომდინარე.

ნიკოლულის გადაცემის მიხედვით, ემიგრანტი ქალი, ბულგარეთიდან, ბოლო წლების მანძილზე მუშაობდა საბერძნეთში, გაუჩინარების დღეს ის სწორედ სამსახურების ოფისში მივიდა და მას შემდეგ გაქრა. ნიკოლინა დიმიტროვას პირადი ნივთები ოფისში იპოვეს, ხოლო მისი კვალი არსად ჩანდა.

მეორეს მხრივ, არსებობს მოწმე, რომელიც გადაცემაში ამბობს, რომ 52 წლის დიმიტროვასთან ერთად ირაკლიოდან პირეას მიმართულებით გემით იმგზავრა. მისი ჩვენება ემთხვევა გამოძიების ვერსიას, რომ ქალი ბორტზე ავიდა და სწორედ ამის შემდეგ გაუჩინარდა.

“ეს ქალბატონი დავინახე, ძალიან აღელვებული იყო. ჩანდა, თითქოს, სასოწარკვეთაში იყო ჩავარდნილი. გემზე ნამდვილად ვნახე, შემდეგ პირეასკენ დავიძარით და უკვე აღარ მინახავს, მაგრამ 100%-ით ვადასტურებ, რომ ბორტზე ნამდვილად იყო,” ამბობს ის.

ნახეთ სრული სიუჟეტი 1:10:30 წუთიდან:

onalem

ტესტ