fbpx
საბერძნეთი

ალბანელმა ქალმა ყოფილ მეუღლეს შვილზე მეურვეობა მისცა და შემდეგ პოლიციაში განაცხადა, რომ ბავშვი გასტაცა

2 დეკემბერს გამომძიებლის წინაშე წარსდგა 35 წლის მამაკაცი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ბავშვის გატაცებაში ადანაშაულებს.

ყველაფერი კი 28 ნოემბერს დაიწყო. მამაკაცი ალმიროში თავის 8 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს, ვინაიდან მისმა ყოფილმა მეუღლემ ბავშვი თავად დაუტოვა. ალბანელი ქალი სამშობლოში დაბრუნდა რამდენიმე ხნის წინ სამუშაოდ, შესაბამისად, ბავშვი მამასთან დატოვა საცხოვრებლად.

ირკვევა, რომ ქალი შვილის სანახავად საბერძნეთში, კერძოდ, ალმიროში იყო ჩამოსული, ყოფილ მეუღლესთან იკამათა და გადაწყვიტა ალბანეთში დაბრუნებულიყო. სწორედ ამიტომ, მამაკაცს სთხოვა, რომ ვოლოსამდე ΚΤΕΛ-ის სადგურში მიეყვანა, რაზეც დათანხმდა.

მამაკაცის ჩვენების მიხედვით, ყოფილი მეუღლე სადგურამდე მიიყვანა და როდესაც სახლში დაბრუნდა, იქ პოლიციის ოფიცრები დახვდნენ, რომელთაც განუცხადეს, რომ საკუთარი 8 წლის შვილის გატაცებაში ედებოდა ბრალი, საჩივარი კი, სწორედ მისი ყოფილი მეუღლის შეტანილი იყო.

ბრალდებულმა გამომძიებლის წინაშე განაცხადა, რომ ყოფილმა მეუღლემ მეურვეობა სწორედ საკუთარი ნებით გადასცა, ბავშვი საბერძნეთში მასთან ერთად საცხოვრებლად დატოვა, ამიტომ მისი ბრალდება სრული აბსურდი იყო. არსებული ვითარებიდან გამომდინარე (მას ჰქონდა მეურვეობის დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია) მამაკაცი პირობების გარეშე გაათავისუფლეს.

 

onalem

ტესტ