fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკი: 11 წლიანი სასჯელი ზრდასრული და მოზარდი გოგონების მოტყუებისთვის

თესალონიკში შოკისმომგვრელი საქმე გახმაურდა. 55 წლის მამაკაცს 11, 5 წლიანი სასჯელი ელის და ჯარიმის სახით 215, 000 ევრო ეკისრება. ის თავს სამოდელო სააგენტოს მეპატრონედ ასაღებდა და ახალგაზრდა გოგონებსა და მოზრდილ ქალებს საკუთარ სახლში იტყუებდა. ამასთანავე, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. ცხადია, “წარმატების” მისაღწევად ის მათ შიშველ ფოტოებს უღებდა და აიძულებდა სულელური კადრებში მიეღოთ მონაწილეობა.

ეს ყველაფერ 2014 წელს ხდებოდა და 55 წლის მამაკაცი მალევე თესალონიკში, აბელოკიპში დააპატიმრეს. მოგვიანებით ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, კანონი დაარღვია და ქვეყანა დატოვა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის ამჟამადაც საბერძნეთის გარეთ იმყოფება.

საქმე მას შემდეგ  გახმაურდა, რაც პოლიციაში რამდენიმე საჩივარი შევიდა. ის მსხვერპლს ინტერნეტში არჩევდა, იყენებდა ყალბ ფოტოებს და ასე ეკონტაქტებოდა გოგონებს. თავს აჩვენებდა, რომ მოდის სფეროში სერიოზული კავშირები ჰქონდა.

მის სახლში დიდი რაოდენობით პორნოგრაფიული მასალა აღმოაჩინეს.

რამდენიმე გოგონამ სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რომელშიც წერია, რომ 55 წლის მამაკაცი მათ დიდ კარიერას და თანხას სთავაზობდა, ასევე არწმუნებდა, არ გაემხილათ არაფერი აღნიშნული საქმიანობის შესახებ. მაგრამ საბოლოოდ, მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ფარსი იყო და პოლიციაში განაცხადეს.

onalem

ტესტ