fbpx
საბერძნეთი

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას საბერძნეთში – სად ელოდებიან თოვლს სინოპტიკოსები?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს მთელი საბერძნეთის მასშტაბით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ზოგიერთ ტერიტორიაზე ნავარაუდევია მცირე, პერიოდული წვიმა, ხოლო მთიან რეგიონებში თოვლი. ხილვადობა შეზღუდული იქნება ღამით ძირითადად ჩრდილოეთ საბერძნეთში.

ტემპერატურა დასავლეთ მაკედონიაში -3-დან 10 გრადუსამდე იმერყევებს, ჩრდილოეთით 0-დან 13 გრადუსამდე, იპიროში 5-დან 17 გრადუსამდე, თესალიაში 4-დან 15 გრადუსამდე, იონიის ზღვის კუნძულებზე მოსალოდნელია ჰაერი 9-დან 17 გრადუსამდე გათბება, კრეტაზე კი, მაქსიმუმ 17 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანობა, იქროლებს ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი, რომლის ძალაც 3-დან 5 ბალამდე იქნება, ხოლო ჰაერი 10-დან 17 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკში ასევე მოსალოდნელია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმები, ტემპერატურა მაქსიმუმ 14 გრადუსამდე აიწევს.

ხვალ, 4 დეკემბერს, წვიმა ძირითადად ნავარაუდევია ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში, ქარი გაძლიერდება იონიის ზღვაში და მისი ძალა 7-8 ბალს მიაღწევს, ჰაერის ტემპერატურა ჩრდილოეთით 15 გრადუსი იქნება, დანარჩენ ტერიტორიებზე და კუნძულებზე კი, შედარებით აიწევს და 18-20 გრადუსი დაფიქსირდება.

onalem

ტესტ