fbpx
საბერძნეთი

დღეს შუაღამიდან გამკაცრებული კონტროლი საბერძნეთის საზღვრებზე

როგორც უკვე ცნობილია, დღეს შუაღამიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, საბერძნეთში მოქმედებს შემდეგ წესები:

  1. ქვეყანაში სახმელეთო გზით შესვლა დასაშვები იქნება მხოლოდ კაკავიას, კრისტალოპიგის, ევზონუს, პრომახონას, ნიმფეოსა და კიპუს საზღვრებიდან.
  2. მათ, ვისაც აქვთ საბერძნეთში ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვა, ასევე ექსპატრიაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვალდებულნი არიან საბერძნეთში შემოსვლამდე შეავსონ სპეციალური PLF ფორმა, რომელიც განთავსებულია საიტზე travel.gov.gr.
  3. სეზონურად, მიწაზე მომუშავე ხალხი, რომელიც საბერძნეთს დატოვებს 4 აგვისტომდე, აღარ ექნებათ უკან დაბრუნების უფლება, ვინაიდან ისინი მიჩნეულნი არიან კორონავირუსის პოტენციურ გამავრცელებლად (საუბარია ძირითადად ალბანეთიდან და ბულგარეთიდან მომავალ სეზონურ მუშებზე).

“საბერძნეთი არის და რჩება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ქვეყნად. მივიღეთ და კიდევ მივიღებთ ყველა იმ ზომას, რომელიც საჭირო და აუცილებელია, ხოლო ყველაზე აუცილებელი არის პასუხისმგებლობის გრძნობა. პარალელურად კი, ექსპერტების მოსმენა და მათი მითითებების შესრულება,” თქვა პეცასმა.

მთავრობამ აღნიშნული ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა.

onalem

ტესტ