fbpx
საზოგადოება

ბერძნები სამუშაოსთვის ემიგრანტებს ეძებენ, თავად კი უმუშევრობის დახმარებას იღებენ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ხელმძღვანელი, ანტონის მარკოვიტისი აცხადებს, რომ მუშახელის პრობლემა მხოლოდ იმათიაშიც კი საკმაოდ მწვავეა. ბერძნები მოკლევადიან სამუშაოზე უარს ამბობენ, ხოლო ემიგრანტების ნაწილი სხვა ქვეყნებს მიაშურებს, რის გამოც, საკითხი კიდევ უფრო პრობლემატური ხდება.

მარკოვიტისის თქმით, წელს გერმანიაში ათასობით ალბანელი წავიდა მოკლევადიანი სამუშაოსთვის.

მაგრამ, რისი ბრალია, რომ ბერძნები არ მიდიან მინდვრებში სამუშაოდ?!

ეს ყველაფერი უმუშევრობის დახმარების გამო ხდება, რომელსაც ისინი ყოველთვიურად იღებენ. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის სამუშაო კონტაქტს გააფორმებენ, იქნება ეს მოკლე თუ გრძელვადიანი, შესაბამისად დაკარგავენ ყოველთვიურ სტაბილურ შემოსავალს OAED-ისგან. ეს კი მათ უბრალოდ არ აწყობთ. რამდენიმე დღიანი სამუშაოსთვის ისინი ამ ყველაფერს არ რისკავენ.

სამი წლის წინ ანტონის მარკოვიტისი OAED-ში მივიდა, რათა ვაკანსიების შესახებ განეცხადებინა, თუმცა, დაინტერესებული პირები ვერ იპოვა.

დამსაქმებელთა უმეტესობა, ბერძნების ნაცვლად, ემიგრანტების ძებნას შეუდგა სხვადასხვა ბანაკებში, რათა სოფლის მეურნეობას დიდი ზარალი არ მიადგეს, მაგრამ ზღვაში წვეთია იმ ემიგრანტების რაოდენობა, რომელთაც აქვთ საბერძნეთში ლეგალურად ყოფნის და მუშაობის უფლება, AMKA და AFM.

onalem

ტესტ