fbpx
კრიმინალი

რა იარაღები ეჭირათ ჩხუბისას ქართველ და ავღანელ პატიმრებს – დაპირისპირების ამსახველი პირობითი ვიდეო

ბერძნული მედია ავრცელებს პირობითად შექმნილ ვიდეოს, თუ რა ხდებოდა კორიდალოს ციხეში, როდესაც ქართველი და ავღანელი პატიმრების ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ასევე, ნაჩვენებია ის იარაღები, რომლებიც მათ ჩხუბისას ეჭირათ. სახელდახელოდ დამზადებული დანები, შუშები, სხვადასხვა ბასრი საგნები… ეს ის ყველაფერია, რაც ციხის თანამშრომლებმა სისხლიანი ინციდენტის დასრულების შემდეგ იპოვეს.

როგორც ტელეკომპანია Alpha იუწყება, ავღანელმა და ქართველმა პატიმრებმა კარებები გაანგრიეს და ერთმანეთის წინააღმდეგ ჩხუბი დაიწყეს. მათი შეჩერება ერთმა ბადრაგმა სცადა, რომელიც სერიოზულად დაშავდა. ამის შემდეგ მათ არაფერი უშლიდათ ხელს, რომ ერთმანეთისთვის დანები დაერტყათ.

ციხის თანამშრომლები სიტუაციის სიმძიმეს მიხვდნენ და ადგილზე ანტი-ტერორისტული სამსახური გამოიძახეს, რომელთა ჩარევის შემდეგ სიტუაცია განეიტრალდა. პატიმრები საკნებში დაბრუნდნენ, ხოლო დაშავებულები საავადმყოფოებში ყადაიყვანეს.

ქართველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

onalem

ტესტ