fbpx
საბერძნეთი

როდოსზე ცეცხლი 5 ვარსკვლავიან სასტუმრომდე მივიდა – ტურისტების ევაკუაცია ნავებით

კუნძულ როდოსზე ვითარება განსაკუთრებით კრიტიკულია – ცეცხლმა მიაღწია სასტუმრომდე, სადაც ასობით ტურისტი იყო განთავსებული.

არსებული ცნობებით, სახანძრო სამსახურმა 1.000-მდე ადამიანი გადაარჩინა და ალმოდებულ გარემოს გამოაშორა. როდოსი უკვე 5 დღეა იწვის და სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება.

არიან ადამიანები, რომლებიც კონრეტულ ადგილებში არიან მომწყვდეული და მათ გადასარჩენად მუშაობენ საზღვაო საშუალებებითაც. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კუნძულზე მძვინვარე ხანძარი არის ყველაზე რთული, რაც კი ამ ზაფხულს ყოფილა მათ გამოცდილებაში.

იხილეთ შოკისმომგვრელი კადრები:

 

 

onalem

ტესტ