fbpx
საბერძნეთი

უპრეცენდენტო კადრები როდოსიდან – ხანძრის სამი უკონტროლო კერა, რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებს

კუნძულ როდოსიდან უპრეცენდენტო კადრები ვრცელდება. უკვე მე-6 დღეა, რაც დოდეკანესის ულამაზესი კუნძული იწვის და ხანძრები სრულიად უკონტროლოა – ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ფიქსირდება სამი უკონტროლო კერა.

ტურისტების ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ადამიანების დასვენება ნამდვილ კოშმარად იქცა. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი კმაყოფილები არიან ბერძნული მხარის მიერ მიღებული ზომებით და ამბობენ, რომ დროულად დაეხმარნენ და ამავე დროს, უზრუნველყვეს პირველადი საჭიროებით ნივთებით და საკვებით.

ყველაზე უარესი ის არის, რომ როდესაც ფიქრობენ, რომ გარკვეულ ადგილას ხანძარი კონტროლის არეში მოექცა, კვლავ ღვივდება და ახალი კერა ჩნდება.

კადრები, რომლებიც როდოსიდან ვრცელდება, შოკისმომგვრელია, დამწვარია სახლები და ეკლესია:

onalem

ტესტ