fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ელექტრო ენერგია 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, იაფი იქნება – 260 ევრო დანაზოგი “მწვანე” ტარიფზე

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, თუ რომელია ელექტრო ენერგიის ყველაზე იაფი ტარიფი და თუ რა ფასებს გვთავაზობენ, ზოგადად, სხვადასხვა კომპანიები. ეს ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია აირჩიოს სასურველი ტარიფი, რის ფონზეც ყველაზე ნაკლებ თანხას გადაიხდის.

როგორც ირკვევა, 2024 წლის იანვრიდანვე ელ. ენერგიის საფასური გაცილებით დაბალი იქნება, შედარებით 2023 წელთან, რომლის მანძილზეც მოქმედებდა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებიც.

არსებული შეფასებით, შემოთავაზებული ტარიფით მოსახლეობა წლის მანძილზე დაზოგავს დაახლოებით 260 ევროს, გადასახადების თვალსაზრისით.

თავაზობთ ჩამონათვალს, თუ ღირებულებისაა კილოვატ საათი სხვადასხვა კომპანიების შემთხვევებში:

Protergia: 14,26 ცენტი კილოვატ საათში.
Elpedison: 17,06 ცენტი კილოვატ საათში.
Ήρων: 14,052 ცენტი კილოვატ საათში.
Φυσικό Αέριο Ελλάδοςი: 14,265 ცენტი კილოვატ საათში.
NRG: 14,1 ცენტი კილოვატ საათში.
Volterra: 14,3945 ცენტი კილოვატ საათში.
Zenith: 16,947 ცენტი კილოვატ საათში.

რაც შეეხება ΔΕΗ-ს, კომპანიას კილოვატ საათზე აქვს 13,635 ცენტი, რაც ჩამოთვლილთაგან ყველაზე იაფია, 500 კილოვატ საათამდე, ხოლო 500-ის ზემოთ ტარიფი 14,595 ცენტია.

 

onalem

ტესტ