fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“ვპარავდი, რადგან 300 ევროიანი ხელფასი არ მყოფნიდა” – 43 წლის დამლაგებელი თავისი უფროსის ძარცვის ბრალდებით დააკავეს

ვოლოსის  პოლიციის განცხადებით, მსგავსი აღიარება აქამდე არასოდეს მოუსმენიათ. 43 წლის დამლაგებელმა ქალმა საკუთარი დამსაქმებელი გაძარცვა და სასამართლოზე განაცხადა, რომ მისი საქციელი ხელფასის სიმცირით იყო გამოწვეული, რადგან მხოლოდ და მხოლოდ 300 ევროს უხდიდა.

თავდაპირველად მას 30 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ ვოლოსის სასამართლომ სასჯელი 13 თვემდე შეუმცირა. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად დააპატიმრეს მისი დედაც, რომელიც დამსაქმებლის გაძარცვაში უწყობდა ხელს.

ორივე დაკავებული ბერძენი ქალია.

პოლიციამ დამლაგებელი ქალის სახლიდან ამოიღო სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, მოპარული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და დიდი რაოდენობით საჭმელი, რომელიც ქვითრების მიხედვით, მოპარული საკრედიტო ბარათის საშუალებით ჰქონდა შეძენილი.

ასევე აღმოჩნდა, რომ ქალმა 2017 წელს სახლიდან, სადაც მუშაობდა, 150 ევრო და სამკაულები აიღო, რომელთა ღირებულებაც 1.500 ევროა.

ქალი დანაშაულს აღიარებს, თუმცა, ამბობს, რომ საკუთარი ხარჯების დასაფარად 300 ევროიანი ხელფასი არ ყოფნიდა, რის გამოც ძარცვა დაიწყო.

onalem

ტესტ