fbpx
საბერძნეთი

ზამთრის დიდი ფასდაკლებები საბერძნეთში აქტიურ ფაზაშია – ხვალ, კვირას, მაღაზიები ღია იქნება!

საბერძნეთში ზამთრის გრანდიოზული ფასდაკლებები მოქმედებს და მოსახლეობა აქტიურად დადის მაღაზიებში სასურველი ნივთების დაბალ ფასად შესაძენად.

როგორც უკვე ცნობილია, მაღაზიები ხვალ, 14 იანვარს, კვირა დღესაც ღია იქნება და საზოგადოების ნაწილს, რომელიც კვირის სხვა დღეებში მუშაობს და საყიდლებზე წასვლის დრო არ აქვს, შეეძლება, რომ ხვალინდელი დღით ისარგებლოს.

ზამთრის ფასდაკლებები 29 თებერვლის ჩათვლით იქნება ძალაში და შუასეზონური ფასდაკლებების გაუქმების შემდეგ, იძლევა უნიკალურ შანსს, რომ უფრო მეტად შემცირებულ ფასებში შევიძინოთ სასურველი პროდუქცია.

ხვალ, 14 იანვარს, მაღაზიები ღია იქნება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ზოგიერთი დიდი მაღაზია კი, 20:00 საათამდე იმუშავებს.

onalem

ტესტ