fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! დამატებითი ზომები საბერძნეთში – რომელი საათიდან იკრძალება გარეთ გასვლა?!

რამდენიმე წუთის წინ ნიკოს ხარდალიასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთელი საბერძნეთის მასშტაბით ძალაში შედის ახალი ზომა.

კერძოდ, გადაადგილება იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე და გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ და მხოლოდ სამი მიზეზით: სამსახური და ჯანმრთელობა. ასევე, შინაური ცხოველის გასეირნება.

ამრიგად, პარასკევიდან, 13 ნოემბრიდან, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლას შეძლებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და ექნებათ ოფიციალური საბუთი სამსახურიდან, ისინი, ვისაც შეექმნება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა და ვინც გავა ცხოველის გასასეირნებლად, მხოლოდ საცხოვრებელთან ძალიან ახლოს და მცირე ხნით.

მიზეზების ნაწილი, (გარდა ჯანმრთელობისა და ცხოველის გასეირნებისა), რომელსაც ვაგზავნით 13033-ზე, აღარ იმოქმედებს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

ის, ვინც გადაადგილდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზით, გააგზავნის ციფრს 1 13033-ზე, ხოლო შინაური ცხოველის გასეირნებისთვის, ციფრს 6. სხვა ციფრები აღნიშნულ საათებში არ იმოქმედებს.

 

 

onalem

ტესტ