fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

იანვრიდან საბერძნეთში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება- რომელ წამალზეა საუბარი?!

Pfizer – ასეთი სახელწოდების არის ვაქცინა, რომლითაც მსოფლიო კორონავირუსთან ბრძოლას აპირებს. ირკვევა, რომ ამ წამალმა 90%-ზე მეტი ეფექტურობა აჩვენა იმ ინფიცირებულების მკურნალობის პროცესში, რომელსაც ადრე კორონავირუსი გადატანილი არ ჰქონდათ. ვაქცინას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოუვლენია და შესაძლოა, რომ ის უსაფრთხოდ ჩაითვალოს. ახლა ის გამოცდის მესამე ფაზაშია.

ცხადია, წამალს ჰყავს კრიტიკოსებიც და მეცნიერთა სიხარულს ზოგიერთი ექსპერტი ნაადრევს უწოდებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვასილის კოდოზამანისი აცხადებს, რომ საბერძნეთი უკვე ემზადება მასობრივი ვაქცინაციისთვის, რომელიც იანვრის შემდეგ დაიწყება.

“ეს არის ურთულესი პროცესი და უნდა მოხდეს კარგად, ეტაპობრივად დაგეგმვა. საბერძნეთში ვაქცინაცია დაიწყება იმავე დროს, როცა ევროპის სხვა ქვეყნებში, იანვრის თვიდან,” თქვა მან.

როგორც უკვე ცნობილია, პირველ ეტაპზე ვაქცინას გაიკეთებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და მოწყლვადი ჯგუფები ანუ მოხუცები და ადამიანები, თანმდევი დაავადებებით.

საბერძნეთში ვაქცინა, კორონავირუსის წინააღმდეგ, იქნება უფასო.

 

onalem

ტესტ